პრიზმა – ოპტიკური ბრტყელი ზედაპირებით შემოსაზღვრული სხეულები, რომლებიც სიხშირეთა გარკვეული დიაპაზონისათვის გამჭირვალე მასალისგანაა დამზადებული. ეს სხეულები, გეომეტრიული თვალსაზრისით ,შეიძლება არც წარმოადგენდეს პრიზმას მკაცრი გაგებით . განასხვავებენ სპექტრულ,ამრეკლსა და საპოლარიზაციო პრიზმებს. სპექტრულს იყენებენ სინათლის დისპერსიასთნ დაკავშირებით. ამრეკლს სხივების მიმართულების შესაცვლელად . საპოლარიზაციო წრფივად პოლიზირებული სინათლის მისაღებად.
რელე – ავტომატური მართვის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია მასზე მოქმედი გარე ფიზიკური ფაქტორების შედეგად თავისი მდგომარეობის ნახტომისებური ცვლილებების განსახორციელებლად. რელე რეაგირებს ფიზიკურ სიდიდეთა ზემოქმედებაზე ან მასალების თვისებათა ცვლილებაზე. შესაბამისად რელე არის აკუსტიკური, მექანიკური, ოპტიკური, თბური, ელექტრონული, და სხვა. რელეს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დამოუკიდებელი ელექტრონული წრედის მართვა.
დისპერსია
სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის სინათლის ფერზე დამოკიდებულება.
მიკროსკოპი
ოპტიკური ხელსაწყო თვალითუხილავი საგნების დასანახად.