logo

1.ცენტრალური ძალა –მატერიალურ სხეულზე მოდებული ძალა, რომლის მოქმედების წრფე მატერიალური სხეულის ნებისმიერი მდებარეობის დროს გადის ძალთა ცენტრად წოდებულ ერთსა და იმავე უძრავ წერტილზე.
2.ცენტრიდანული ძალა – ძალა, რომლითაც მოძრავი მატერიალური წერტილი მოქმედებს სხეულზე (ბმაზე), რომელიც ზღუდავს წერტილის მოძრაობას და აიძულებს მას იმოძრაოს მრუდწირულად.
3.ცენტრისკენული ძალა – მატერიალურ წერტილზე მოქმედი ძალა, რომელიც მიმართულია მისი ტრაექტორიის მთავარი ნორმალის გასწვრივ სიმრუდის ცენტრისკენ(წრეწირზე წერტილის მოძრაობისას – წრეწირის ცენტრისკენ). ცენტრისკენული ძალის მოქმედებით თავისუფალი მატერიალური წერტილი მრუდწირულად მოძრაობს. წრფივი მოძრაობისას ცენტრისკენული ძალა ნულის ტოლია.
4.ცვლადი დენი – ელექტრული დენი რომლის ძალა და მიმართულება პერიოდულად იცვლება გარკვეული კანონების მიხედვით. სიმძლავრე განისაზღვრება ძაბვისა და დენის ძალის მოქმედ მნიშნელობათა მეშვეობით.
5.ცხელი ატომები – ბირთვული გარდაქმნისას წარმოქმნილი ატომები, რომელთაც აქვთ ჭარბი(ჩვეულებივ ატომებთან შედარებით) კინეტიკური ენერგია. ცხელ ატომებს იყენებენ ნიშანდებული ნაერთების სინთეზის იზოტოპების დაყოფისას და გამდიდრების დროს.
6.ცხენის ძალა – სიმძლავრის მოძველებული ერთეულია. იგი შემოიღეს 18–ე საუკუნეში როცა აუცილებელი გახდა ორთქლის ძრავასა და ცხენის მუშაობათა უნარის შედარება. ტერმინი ცხენის ძალა მცდარია, რადგან მასში იგულისხმება სიმძლავრე და არა ცხენის ძალა.
© 2010, ყველა უფლება დაცულია
Free Web Hosting