logo

1.პოლარიზაცია -ტალღების ერთ სიბრტყეში გავლა.
2.პასკალი- წნევის ერთეული
3.პოტენციური ენერგია- სიმაღლეზე ატანილი სხეულის ენერგია
4.პოტენციომეტრი–მოძრავკონტაქტიანი რეგულირებადი ისტორი;იყენებენ ელექტრონული ძაბვის სარეგულირებლად და გადანაცვლების გადამწვდომად. პ.(კომპენსატორი) შესადარებელი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ე.მ.ძ. ძაბვის ან ფუნქციურად მათთან დაკავშირებული სიდიდეების კომპენსაციური მეთოდით გაზომვის დროს.პ.არის ორი სახის:მუდმივი დენის და ცვალებადი დენისა.
5.პრიზმა – ოპტიკური ბრტყელი ზედაპირებით შემოსაზღვრული სხეულები, რომლებიც სიხშირეთა გარკვეული დიაპაზონისათვის გამჭირვალე მასალისგანაა დამზადებული. ეს სხეულები, გეომეტრიული თვალსაზრისით ,შეიძლება არც წარმოადგენდეს პრიზმას მკაცრი გაგებით . განასხვავებენ სპექტრულ,ამრეკლსა და საპოლარიზაციო პრიზმებს. სპექტრულს იყენებენ სინათლის დისპერსიასთნ დაკავშირებით. ამრეკლს სხივების მიმართულების შესაცვლელად . საპოლარიზაციო წრფივად პოლიზირებული სინათლის მისაღებად.
6.პროექციული ტელევიზია – ოპტიკური პროექტის მეთოდით სატელევიზიო გამოსახულების მიღება დიდ ეკრანზე . პ.ტ.იყენებენ სატელევიზიო მაუწყებლოიბაში .პ.ტ–იის სისტემებში უმთავრესად იყენებენ გამოსახულების ოპტიკური გადიდების მეთოდის სინათლის ნაკადის მოდულაციასა და ლაზერულ ეფექტს. სინათლს ნაკადის მოდულაციის პრინციპით მომუშავე პ.ტ–ის სისტემაში სინათლის წყაროდ გამოყენებულია ქსენონის მძლავრი ნათურა. კონდენსორის საშუალებით სინათლის წყარო თანაბრად ანათებს მოდულატორის ზედაპირს, რომლის ცალკეული უბნები სატელევიზიო სიგნალის ზემოქმედებით სხვადასხვა გამჭირვალობის ხდება.მოდულირებული სინათლის ნაკადი საპროექციო ობიექტივის საშუალებით ეკრანს ეცემა და მასზე მიიღება სატელევიზიო გამოსახულება.
7.პროფილომეტრი – ხელსაწყო, რომელიც ზედაპირის უსწორობებს კონტაქტური მეთოდით ზომავს, გაზომვის შედეგებს კი სკალაზე აითვლის. ათვლის შდეგებს იყენებენ ამ უსწრობების ზედაპირის სიმქინის შესაფასებლად .პ–ში სიგნალი მიიღება ალმასის ნემსოვანი გადამწოდიდან. ნემსი საკონტროლო ზედაპირის პერპენდიკულარულად გადაადგილდება.ელექტრონული მაძიებლის გავლის შემდეგ სიგნალი ინტეგრირდება ზედაპირის სისქის განსაზღვრულ სიგრძეზე შესაფასებელიპარამეტრის გასაცემად.
© 2010, ყველა უფლება დაცულია