logo

1.რადიოინტერფერომეტრი – იარაღი, რომელსაც რადიოასტრონომიული დაკვირვებებისათვის იყენებენ. შედგება ერთმანეთისაგან D მანძილით დაშორებული და ერთმანეთთან კაბელური ,სარეტრანსლაციო ხაზით დაკავშირებული ორი ანტენისაგან. კოსმოსური რადიოსიგნალები 1–ლი და მე– 2 ანტენებიდან გაიცემა საერთო მიმღებზე (დეტექტორზე), სადაც ხდება მათი რეგისტრაცია და გაანალიზება. შესაძლებელია ანტენების მიერ მიღებული სიგნალების ჩაწერა და შემდგომ მათი დამუშავება გამომთვლელი ელექტრონული მანქანების მეშვეობით.
2.რადიოლოკაცია – მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომლის ამოცანაა სხვადასხვა ობიექტზე რადიოტექნიკური მეთოდებით დაკვირვება, ობიექტის გამოვლენა, გარჩევა, მისი კოორდინატების გაზომვა და სხვა მახასიათებლების დადგენა, რითაც ზომავენ მანძილს ობიექტამდე, სიგნალის მოსვლის მიმართულებას, ობიექტის მოძრაობის რადიალურსა და კუთხურ სიჩქარეებს და ა.შ.
3.რადიომეტრები –რადიოაქტიურობის გამზომი .ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების თბური ენერგიის გასაზომად. მეტროლოგიაში ამ ტიპის რ–ით იკვლევენ მზის რადიაციას.
4.რადიოტელესკოპების მიმღები მოწყობილობა, რომელიც ანტენასთან ერთად გამოიყენება ასტრონომიული ობიექტების რადიოდიაპაზონის გამოსხივების შესასწავლად. ბგერის წნევის გამზომი ხელსაწყო.
5.რადიოტალღასატარი – დიელექტრიკული არხი, რომელსაც იყენებენ რადიოტალღების გასავრცელებლად. არხის გვერდითი ზედაპირი არის ორი გარემოს გამყოფი საზღვარი. როცა ტალღა ამ საზღვარს გაცდება, მკვეთრად შეიცვლება დიელექტრიკული, ან მაგნიტური შეღწევადობა და ელექტროგამტარობა.
6.რეაქციათა ურთიერთობის პრინციპი – რელეის თეორემა, წრფივად დეფორმირებადი სხეულის თვისება, რომელიც გამომდინარეობს მუშაობათა ურთიერთობის პრინციპიდან. რ.უ.პ–ს იყენებენ მასათა გამძლეობასა და საამშენებლო მექანიკაში, როცა გადაადგილებათა მეთოდით ანგარიშობენ სტატისტიკურად ურკვევ სისტემებს.
7.რეგენერატორი – თბოტექნიკაში მძიმე თბოგადამცემი. რომელშიც სითბოს გადაცემა ხდება თბოგადამტანის რიგრიგობით შეხებით აპარატის ერთსა და იმავე ზედაპირთან. „ცხელ“ თბოგადამტანტან შეხების დროს რეგენერეტორის დროს კედლები ცხელდება. „ცივთან“– ცივდება.
8.რევერბენატორი – რევერბენაციის ეფექტის ხელოვნურად შესაქმნელი მოწყობილობა,რომელსაც იყენებენ უპირატესად რადიო და სადენიანი მაუწყებლობის პროგრამების შედგენისას, სატელევიზიო პროგრამების ბგერითი თანხლებისა და ბგერათჩაწერის დროს. რ–ის .შესასვლელს გადაეცემა ბგერითი ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული სიგნალი.რ. კრებს ამ ძირითად სიგნალსა და კლებადი ამპლიტუდის მქონე იმ ელექტრონული სიგნალების თანმიმდევრობას, რომელთაც გადააქვს იგივე ინფორმაცია, მაგრამ ძირითადი სიგნალის მიმართ არის დაყოვნებული. მეტად გავრცელებულია მაგნიტურფურცლოვანი და ზამბარიანი რევერბერატორები.
9.რეკორდერი – ელექტრონული სიგნალების საჭრისის ჩამწერი წვეროს მექანიკურ რხევებად გარდამქმნელი მოწყობილობაა. იყენებენ მექანიკური ჩაწერის აპარატებში. მეტად გავრცელებულია დინამ. რეკორდერი მონოფიზიკური და სტერეოფონიკური ჩაწერისათვის.
© 2010, ყველა უფლება დაცულია
Free Web Hosting