logo

1.წამი – დროის ერთეულია, ერთეულია საერთაშორისო სისტემის შვიდი ძირითადი ერთეულიდან ერთ–ერთი. მისი აღწარმოება ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განსაზღვროთ ცეზიუმის ატომების გამოსხივების სიხშირე ორ ფიქსირებულ ენერგეტიკულ დონეს შორის.
2.წინაღობა აკუსტიკური – მახასიათებელია რომელიც შემოაქვთ აკუსტიკური სისტემების რხევების განხილვისას და რომელიც ბგერითი წნევის ფარდობისა მოცულობით რხევით სიჩქარესთან.
3.წინაღობა აქტიური – ელექტრული, იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რომელსაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ის წინაღობა, რომელიც გაპირობებულია ელექტრული ენერგიის შეუქცევი გარდაქმნით ენერგიის სხვა ფორმად (უმეტესად სათბურად)
4.წინაღობა ელექტრული – იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რომელსაც უწევს ელექტრულ დენს ელექტრული წრდეი (ან მისი უბანი). ზომავენ ომებით. ელექტრულ წინაღობას განაპირობებს ელექტრული ენერგიის გადაცემა ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად.
5.წინაღობა ინდუქციური –იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდეა რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის), ინდუქციურობა. ზომავენ ომებით.
6.წინაღობა მაგნიტური – მაგნიტური წრედის მახასიათებელია წინაღობა მაგნიტური უდრის მაგნიტურ წრედში მოქმედი მაგნიტმამოძრავბელი ძალის ფარდობას წრედში შექმნილ მაგნიტურ ნაკადთან.
7.წინაღობა ომური – ადრინდელი სახელწოდება აქტიური წინაღობის ზღვრული მნიშვნელობისა. ტერმინი წინაღობა ომური ხაზს უსვამს ომის კანონის არსებობას.
8.წინაღობა რეაქტიული – ელექტრული იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე, რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ელექტროტევადობა და ინდუქციურობა. ზომავენ ომებით.
9.წინაღობა სრული – ელექტრული წრედის წინაღობა იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდეა. რასაც ელექტრულ დენს უწევს წრედი. ზომავენ ომებით.
10.წინაღობა ტევადობითი – ამ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ელექტრო ტევადობა. ზომავენ ომებით.
11.წინაღობის ელექტრული ღუმელი – ღუმელი, რაშიც გამოიყენება აქტიურ წინაღობიან გამტარებში ელექტრულ დენის გავლისას გამოყოფილი სითბო. იყენებენ ადვილადდნობადი ლითონებისა და შენადნობების ჩამოსხმისას მასალებისა და ნაკეთობების გასაშრობად, პლასტმასების წარმოებაში და სხვა.
12.წნევა – ფიზიკური სიდიდეა რომელიც რიცხობრივად უდრის ფართობის ერთეულზე მოქმედ ძალას; იგი ახასიათებს იმ ნორმალური (ზედაპირის პერპენდიკულარული) ძალების ინტენსიურობას რომლებითაც ერთი სხეული მოქმედებს მეორე სხეულის ზედაპირზე.
13.წონასწორობის მდგრადობა – წონასწორობაში მყოფი მექანიკური სისტემის უნარი მცირე შეშფოტების (შერყევა, ბიძგი) შემდეგ დაუბრუნდეს თავის წონასწორულ მდგომარეობას.
14.წყვილძალა – ძალთა წყვილი მყარ სხეულზე მოქმედი ორი ისეთი ძალის სიტემაა, რომლებიც აბსოლიტური სიდიდით ერთმანეთის ტოლია და ურთიერთსაწინაამღდეგო მხარეს არიან მიმართული. წყვილძალის მოქმედებას მყარ სეულზე ახასიათებენ მისი მომენტით რომელიც M ვექტორით გამოისახება.
15.წვის კუთრი სითბო - ფიზიკური სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს ,სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა ერთეული მასისი საწვავის სრული დაწვისას.
© 2008, ყველა უფლება დაცულია
Free Web Hosting