logo

1.ძაბვა – ელექტრული ფიზიკური სიდიდე, რომელიც უდრის ელექტრული წრედის ან ელექტრული ველის ორ წერტილს შორის ელექტრული ველის მიერ შესრულებულ მუშაობას ერთეული დადებითი მუხტის გადაადგილებისას ველის ერთი წერტილიდან მეორეში.
2.ძალა(მექანიკაში) – სიდიდეა, რომელიც მოცემულ სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური მოქმედების ზომაა ეს მოქმედება იწვევს სხეულის წერტილების სიჩქარეთა ცვლილებას ან სხეულის დეფორმაციას და შეიძლება წარმოქმნას როგორც უშუალო კონტაქტისას, ისე სხეულთა მიერ შექმნილი ველების მეშვეობით(გრავიტაციული ველი, ელექტრომაგნიტური ველი). ძალთა დაყვანა – მყარ სხეულზე მოდებული ძალთა სისტემის გარდაქმნა სხვა მის ეკვივალენტურ, კერძოდ უმარტივეს , სისტემად. ზოგად შემთხვევაში ძალთა ნებისმიერი სისტემა ნებისმიერ ცენტრზე დაყვანისას იცვლება ერთი ძალით, რომელიც სისტემის ძალთა გეომეტრიული ჯამის(მთავარი ვექტორის) ტოლია და მოდებულია დაყვანის ცენტრის მიმართ ყველა ძალის მომენტების გეომეტრიული ჯამის (მთავარი მომენტის) მომენტის მქონე ერთი წყვილძალით.
3.ძალთა ველი – სივრცის ნაწილია(შემოსაზღვრული ან უსაზღვრო), რომლის ყოველ წერტილში მოთავსებულ მატერიალურ ნაწილაკზე მოქმედებს განსაზღვრული ძალა, რომელიც დამოკიდებულია ან მხოლოს ამ წერტილის X Y Z კორდინატებზე ან XYY Z კორდინატებსა T დროზე.
4.ძალის მომენტი – სიდიდეა რომელიც ახასიათებს ძალის ბრუნვის ეფექტს, როცა ეს ძალა მყარ სხეულზე მოქმედებს. ძალის მომენტი მექანიკის ერთ–ერთი ძირითადი ცნებაა. განასხვავეენ ძალის მომენტს ცენტრის (წერტილის) და ღერძის მიმართ.
5.ძალური გადაცემა – მექანიზმი, რომელიც ძრავიდან მომხმარებელს გადასცემს ენერგიას ძალთა ( მაბრუნი მომენტების ) გაზრდით სიჩქარის (ბრუნვის სიხშირის) შემცირების ხარჯზე, ზოგჯერ კი ცვლის მოძრაობის ხასიათს. ტერმინი მოძველებულია, მის ნაცვლად იხმარება ტრანსმისია.
6.ძალური დანადგარი – ძრავები და დამხმარე მოწყობილობა, რომლთა დანიშნულებაა მექანიკური ენერგიის მიღება პირველადი ენერგეტიკული რესურსების (სათბობი, ქარი , წყალი და სხვ.) გამოყენების ხარჯზე. გამოყენებული ენერგიის სახეობის მიხედვით ძალური დანადგარები არის თბური, ჰიდრავლიკური, ბირთვული (ატომური) და სხვ..
7.ძალწირი რომელიმე ძალურ ველში (ელექტრული, მაგნიტური. გრავიტაციული) გავლებული წირი, რომლის მხებები სივრცის ყოველ წერტილში მოცემული ველის დამახასიათებელი ვექტორის (გრავიტაციული ან ელექტრული ველის დაძაბულობანი მაგნიტური ინდუქცია) მიმართულებას ემთხვევა. ძალწირების მეშვეობით ძალთა ველის გამოსახვა ნებისმიერი ვექტორული ველის დენის წირებით გამოსახვის კერძო შემთხვევაა.
© 2010, ყველა უფლება დაცულია
Free Web Hosting