logo

1.შინაგანი ენერგია - სხეულის შემადგენელი ყველა ნაწილაკის ქაოსური მოძრაობის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამი.
2.შორსმხედველობა - თვალის ნაკლი, როდესაც ადამიანი კარგად ვერ ხედავს ახლო მდებარე საგნებს.
3.შლეიფი ტექნიკაში რეაქტიული შლეიფი (ზემაღალი სიხშირის ტექნიკაში), გადამცემი ხაზის მონაკვეთი , რომელიც ჩართულია ზემაღალი სიხშირის ენერგიის გადამცემ ძირითად ხაზში. შლეიფს განიხილავენ როგორც ორპოლუსას ნაირსახეობას, რომელსაც აქვს გარკვეული ინდუქციური ან ტევადობიდი რეაქტიული წინაღობა.
4.შმიდტის რიცხვი ერთ–ერთი მსგავსების კრიტერიუმი სითხეების ან აირების მოძრაობისა. რომლებშიც არსებითია შიდა ხახუნისა და დუფუზიის პროცესები.
5.შტარკის ეფექტი სპექტრული ხაზების გახლეჩა ელექტრულ ველში აღმოაჩინა ი. შტაკმა 1913 წელს წყალბადის ატომების სპექტრის შესწავლისას. შტარკის ეფექტი შეინიშნება ატომებისა და სხვა კვანტური სისტემების სპექტრებში. მისი მიზეზია კვანტური სისტემის ენერგიის დონეების წინაცვლება და ქვედონეებად გახლეჩა ელექტრონულ ველში. ამიტომ ტერმინი შტარკის ეფექტი მიეკუთვნება არა მარტო სპექტრული ხაზების გახლეჩას ელექტრულ ველში არამედ ენერგიის დონეების წინაცვლებასა და გახლეჩასაც ამ ველში.
6.შტერნ–გერლახის ცდა – ცდა, რომელიც ექსპერიმენტულად ამტკიცებს, რომ ატომის მაგნიტური მომენტის პროექცია გარემაგნიტური ველის მიმართულებაზე ღებულობს მხოლოდ განსაზღვრულ მნიშვნელობებს(იგი სივრცულად დაკვანტულია)
7.შუქძალა – სიდიდე რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ოპტიკური სისტემის გამოსახულებათა სიბრტყეებში განათებულობები.
© 2010, ყველა უფლება დაცულია
Free Web Hosting